„ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“, რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

„ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კლინიკა დაჯარიმდა მხოლოდ 4 ოპერაციის გამო (არადა ყოველდღიურად დაახლოებით 50 ოპერაცია ტარდება).

„11 ოქტომბერს მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ დაჯარიმდა უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა ინფორმაციამ საკმაოდ რეზონანსული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან აღქმული იყო თითქოს ზემოაღნიშნულ კლინიკას არ აქვს გეგმური ოპერაციების ჩატარების შესაბამისი ნებართვა.

რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კლინიკა დაჯარიმდა მხოლოდ 4 ოპერაციის გამო (არადა ყოველდღიურად დაახლოებით 50 ოპერაცია ტარდება). აღნიშნული 4 ოპერაცია არ მიეკუთვნება კლინიკის ძირითად მიმართულებას ოტორინოლარინგოლოგიას (რა მიმართულებითაც კლინიკას გააჩნია ნებართვაც და შესაბამისი ლიცენზიაც) არამედ ყბა-სახის ქირურგიას. კლინიკამ თავად არ გააგრძელა ქირურგიის მიმართულებით ლიცენზია (იგულისხმება ოტორინოლარინგოლოგიის (ყელ-ყურ-ცხვირის) სფეროს გარდა სხვა ქირურგიული ოპერაციები), რომელიც აქვს 2010 წლიდან. დაჯარიმების მიზეზი იყო კლინიკის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რაც მდგომარეობს შემდგომში - კლინიკა ელოდა ოფიციალურ წერილს, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციების გარდა სხვა ქირურგიული ჩარევები. აღნიშნული წერილი მიღებულ იქნა 15 სექტემბერს. ხოლო 4 ოპერაცია, რომლის გამოც კლინიკა დაჯარიმდა, ჩატარებულ იქნა 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში. კლინიკა აღიარებს ჯარიმას და შეაჩერა ოტორინოლარინგოლოგიის გარდა სხვა ოპერაციები, კერძოდ ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, ვინაიდან გასულმა ინფორმაციამ გაურკვევლობა გამოიწვია არა მარტო პაციენტებში არამედ სამედიცინო საზოგადოების წევრებშიც კი, რომ კლინიკა ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით“, - აცხადებენ კლინიკაში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია