ეროვნული ბანკისა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საფინანსო სექტორში, მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშეწყობის მიზნითა და გარემოსდაცვითი რისკების მართვის პროცესების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას საფინანსო სექტორში „დაფინანსებული ემისიების“ გამოთვლასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

„სამუშაო შეხვედრაზე ფონდ German Sparkassenstiftung Georgia მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ ტობიას პაილომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად საფინანსო სექტორს „დაფინანსებული ემისიების“ გამოთვლის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი გააცნო.

აღნიშნული ინსტრუმენტი კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების პროცესში „დაფინანსებული ემისიების“ გამოთვლას ემსახურება და მისი მუშაობის პრინციპი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე, კერძოდ, PCAF-ის ( The Partnership for Carbon Accounting Financials) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული.

„დაფინანსებული ემისიების“ ინსტრუმენტი ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს გაანალიზოს მისი საკრედიტო პორტფელი, განსაზღვროს მასში შემავალი "დაფინანსებული ემისიების" წილი და აღმოაჩინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები ყოველივე ეს მას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესპროცესების სრულყოფისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის