„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „სახლი 71“ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით კომპანია „სახლი 71“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 9.8 მილიონი აშშ დოლარია.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. „სახლი 71“ - თან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციის მიხედვით, „სახლი 71“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი 10,000 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ერთ 16 სართულიან და ორ 23 სართულიან კორპუსს გააერთიანებს. ჯამში 600 ბინა აშენდება. კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და პირველი ბლოკი 2023 წლის დეკემბერში, კომპლექსი სრულად კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ბინების გარდა, აპარტ ოტელის, საოფისე და კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცის, ასევე 3,000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის, სათამაშო მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის