BBC - რუსეთი ოთხ გატაცებულ უკრაინელ ბავშვს აბრუნებს, მათგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა

რუსეთი ოთხი უკრაინელი ბავშვის ოჯახებში დაბრუნებას დასთანხმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბავშვების დაბრუნებაზე შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხდა და რეპატრიაცია არის საპილოტე სქემის ნაწილი, რომელიც გასულ წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ოთხი ბავშვიდან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, უფროსი კი 17-ის.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დადასტურებული მონაცემებით, რუსეთმა 20 000 ბავშვის იძულებითი და უკანონო დეპორტაცია განახორციელა, თუმცა დეპორტირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

შეგახსენებთ, მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის