არჩილ ჩიქოვანის თქმით, ევროპის მოედნის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

ევროპის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ევროპის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

„ბათუმის მერთან ერთად ადგილზე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი აკაკი ბერიძე იმყოფებოდნენ.

პროექტი შადრევნის რეაბილიტაციას, ახალი გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ბორდიურებისა და მოაჯირების მონტაჟს ითვალისწინებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, სარწყავი სისტემა, განთავსდება საპარკო ინვენტარი და დაირგვება მწვანე ნარგავები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რისთვისაც მილიონ 320 ათას ლარამდე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მოედანზე გასულ წელს უკვე დასრულდა მედეას ქანდაკების რესტავრაცია, რისთვისაც 442 ათას ლარზე მეტი გამოიყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება