თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქვეყანა ამ კონკრეტულ მოვლენას გმობს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქვეყანა ამ კონკრეტულ მოვლენას გმობს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განმარტა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ „ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ღირებულებაზე, დამცინავად საუბრობენ“.

„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, როგორც ღირებულება და ინტერესი რომელიმე პარტიის საკუთრება არ არის, ეს ჩვენი საერთო ინტერესია. ამ მოცემულობაში, როდესაც თქვენგან, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან განცხადებებს ვისმენთ, რომ არაფრის დიდებით ამას არ მიიღებთ, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განმარტოთ მიზეზი, რატომ არა, როდესაც ტექსტში საუბარია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან უზრუნველყოფაზე, ისევე, როგორც შეფასებაზე მთელი ამ უკანონობის, რასაც რუსეთი ახორციელებს. პასუხი გვინდა, როდესაც თავდაცვის კომიტეტი განისაზღვრა, იქნება თუ არა განხილული, თუ, როგორც წინა ორი რეზოლუცია, რომელზეც ასევე მოხდა განსაზღვრა კომიტეტების და არასოდეს არ განხილულა, ის ბედი ელის ამ რეზოლუციასაც.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ერთიანი გზავნილი, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მოვლენას ვგმობთ და ვითხოვთ რეაგირებას, მნიშვნელოვანი გზავნილია, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებიც დამცინავად საუბრობენ უკვე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის იმ ღირებულებაზე, რომელსაც თქვენ, პრინციპში, ასე აბუჩად იგდებთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია "საქართველოსთვის" წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება