ბენიამინ ნეთანიაჰუ - ნაცისტურ „ჰამასთან“ ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის ომია - ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სასწორზე ჩვენი არსებობა დევს

ნაცისტურ „ჰამასთან“ ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის ომია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს საგანგებო მთავრობის პრეზენტაციაზე განუცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი იგივეა, რაც ეგზისტენციალური ბრძოლა ბნელეთის ძალების წინააღმდეგ.

„75 წლის შემდეგაც კი, დამოუკიდებლობისთვის ომი არ დასრულებულა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან აქ სასწორზე ჩვენი არსებობა დევს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და „ჰამასი“ ნაცისტურ გერმანიას შეადარა, ხოლო კონფლიქტს „სინათლისა და ბნელეთის ძალებს შორის ომი“ უწოდა.

ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, „ჩვენი მიზანია „ჰამასზე“ გამარჯვება, მისი მმართველობის ჩამოგდება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება