შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან

შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან.

მოქმედი კანონით, სამშენებლო სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ეკისრებოდა.

კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ინიციატორი დეპუტატების განმარტებით, თბილისის მასშტაბით, მშენებლობის პროცესში საეტაპო ოქმების წარუდგენლობისთვის დაჯარიმებას 66 სამართალდამრღვევი პირი დაექვემდებარა.

კანონით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4 000 ლარით, III კლასის შემთხვევაში – 10 000 ლარით, ხოლო IV კლასის შემთხვევაში – 15 000 ლარით. ამ დროისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის გამო დაახლოებით 852 000 ლარის ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.

“გარკვეული პერიოდით შეღავათის დაწესების მიუხედავად, პროცესის სირთულის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის კვლავ პრობლემური და ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, რადგან აღნიშნული დღემდე სამშენებლო სფეროში სიახლედ რჩება და ვალდებულებების შესრულება მთელ რიგ ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საკითხის პრობლემურობაზე ისიც მიუთითებს, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტებს, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია.

ამ შემთხვევაში საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით იწყებს და სამართალდამრღვევი შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით ჯარიმდება. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდი, რაც დღეს განსაზღვრულია კანონით, ადაპტირებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებით გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები მითითებულ პროცედურაში გაცნობიერდნენ“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება