დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, პროკურატურის მენეჯერების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის მენეჯერების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, დისკუსია შეეხო გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკულ ასპექტებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოების საკითხს.

შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა და მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება