ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ეს იქნება ხანგრძლივი ომი, საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ისრაელისთვის

ისრაელი „ღირებულებებისთვის“ ომს მოიგებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს იქნება ხანგრძლივი ომი, საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებისაც ორივე ქვეყანას სჯერა“, - განუცხადა გალანტმა ჟურნალისტებს.

თელ-ავივში გალანტთან საუბრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს „ყოველთვის ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა“.

ბლინკენი ისრაელიდან აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გეგმები შეიცვალა და ახლა იგი ამანში, იორდანიის დედაქალაში გაემგზავრება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება