„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც ბინას ქირაობთ იცოდეთ - ნუ გახდებით მსხვერპლი. მოსთხოვეთ ბინის მეპატრონეს „თბილისი ენერჯის უსაფრთხოების შემოწმების აქტი", - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კომპანიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

„ნუ გახდები მკვლელი! ბოლო მონაცემებით CO–თი გამოწვეული უბედური შემთხვევების, 12 ფაქტიდან, 12–ივე(100%) გაქირავებულ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოხდა.

ყველა ამ შემთხვევამდე, ბინის მეპატრონეები საფრთხის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ ჩვენი სპეციალისტების მიერ. ამ ფართებში მომხდარ შემთხვევებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენმა სპეციალისტებმა ღია წვის კამერიანი, მკვლელი დანადგარები ჩახსნეს და გააფრთხილეს მეპატრონეები. 12–დან არცერთმა ბინის მესაკუთრემ არ გაითვალისწინა ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილება და რეკომენდაციები, შედეგად კი მივიღეთ CO -თი (ცეო) გარდაცვლილი 1 და 11 მოწამლული ადამიანი, რომლებიც სრულიად შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც ბინას ქირაობთ იცოდეთ - ნუ გახდებით მსხვერპლი. მოსთხოვეთ ბინის მეპატრონეს „თბილისი ენერჯის უსაფრთხოების შემოწმების აქტი" – საბუთი, რომელიც იმის დასტურია, რომ ბინა უსაფრთხოა თქვენი სიცოცხლისათვის. "თბილისი ენერჯი" საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს.

ჩვენ, „თბილისი ენერჯი" დედაქალაქის მასშტაბით 600 000-მდე აბონენტს ვემსახურებით. შიდა ქსელის უსაფრთხოების სისტემატიური შემოწმებისა და სოციალური კამპანიების შედეგად გასული წლების ათეულობით უბედური შემთხვევის მაჩვენებელი, წელს მინიმუმამდე დავიყვანეთ. ეს შევძელით ჩვენი სპეციალისტების, მედიის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოსახლეობის უდიდესი დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება