ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმერ პუტინს  -  ისრაელი არ გაჩერდება მანამ, სანამ „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება მანამ, სანამ „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს, - ინფორმაციას CNN-ის ისრაელის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება