ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.

ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება ის ჩინეთის ლიდერებსაც. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები ორ ეტაპად - გაფართოებულ და ვიწრო ფორმატში გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, დღის წესრიგი მოიცავს ორმხრივი ურთიერთობებისა და „უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების“ საკითხების განხილვას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება