გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გამართული კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ოთხმა ქვეყანამ : აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იაპონიამ მისცეს, რეზოლუციას მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, თავი კი ექვსმა შეიკავა.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეზოლუციაში „ჰამასი“ ნახსენებიც არ არის.

„„ჰამასის" არ დაგმობით, რუსეთი ხელს აფარებს ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სისასტიკეს სჩადის უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის თვალთმაქცობა“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა.

ომის შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც ბრაზილიამ მოამზადა, კენჭს ხვალ უყრიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!