ენტონი ბლინკენი - აშშ და ისრაელი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, აშშ-ის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” - აცხადებს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი შეხვედრები გამართა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენსა და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შორის შეხვედრა შვიდსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება