ისრაელმა „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, ორგანიზაციის შურას (საბჭოს) ხელმძღვანელის, ოსამა მაზინის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ოსამა მაზინი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ ადამიანებზე და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება