„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, დღეს, 17 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ინფორმაციის მიხედვით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან 18 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში: ქსნის, ერწოს, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ლომთათიძის, ცინცაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, კაკაბაძის, ბარამიძისა და მიმდებარე ქუჩებს. გურამიშვილის გამზირის, სანზონის, ზღვის უბნის კვარტლებისა და დადიანის ქუჩის ნაწილს.

გლდანის რაიონში: ქერჩის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის, რიონისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის “ა” და I-IV მიკრო რაიონებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება