ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩრდილოეთ ღაზაში ჯერ კიდევ 100 000 პალესტინელი იმყოფება

ჩრდილოეთ ღაზა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 600 000-მა ადამიანმა დატოვა, მაგრამ 100 000 პალესტინელი ჯერ კიდევ ტერიტორიაზე რჩება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, 600 000-მა პალესტინელმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა ისინი გააფრთხილა, მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ სამხრეთით გადასულიყვნენ.

„მაგრამ ჯერ კიდევ არის 100 000 ადამიანი, რომლებიც უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს ოპერაციებს ღაზას სამხრეთით, სადაც მათ სამიზნეს „ჰამასის“ ლიდერები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება