ლევან იოსელიანი - მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს

მე მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება იმიტომ არ წარადგინა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ.

„პრეზიდენტის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებისთვის არ მოუმართავთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს არ არის კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან. თუნდაც, რომ მოემართათ, ვფიქრობ, ამის მომზადების შესაძლებლობა არ იქნებოდა, ვინაიდან ეს არ უკავშირდება იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გათვალისწინებული. იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამიტომ პარლამენტში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას - მე ამის შეფასებას, ბუნებრივია, ვერ მოვახდენ“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება