მერია - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოფელ ლიხეთის, ურავის, ჭელიაღელისა და ნიკორწმინდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები და სხვადასხვა სახის აქსესუარები გადაეცათ.

„საჩუქრები ბავშვებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან, მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად გადასცა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ ბაღებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მოისმინეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული სხვადასხვა საჭიროებები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება