„საქსტატი“ - 2022 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 9 039.0 მლნ ლარი შეადგინა

2022 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 9 039.0 მლნ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი (71.1 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 13.2 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15.7 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

„2022 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3 048.9 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით. 2022 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2 201.8 მლნ. ლარი შეადგინა.

2022 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 41.8 ათას კაცს, რომელთაგან 60.0 პროცენტი ქალი იყო. 2022 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 826.8 მლნ. ლარი შეადგინა , საიდანაც 40.0 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 13.7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 8.9 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.7 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.3 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება. 2022 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 475.2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 57.7 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 6.2 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.9 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 0.3 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (26.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება