ერაყის პრემიერი ჯო ბაიდენს - ღაზაში კონფლიქტი რეგიონის მოსახლეობაში აღშფოთებას იწვევს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ალ-სუდანმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი რეგიონის ხალხებში აღშფოთებას იწვევს.

„ღაზაში მიმდინარე აგრესია იწვევს აღშფოთებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ერაყის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჯო ბაიდენმა და მუჰამედ ალ-სუდანმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის შეჩერებისა და ომის გაფართოების თავიდან აცილების მნიშვნელობას იმის გათვალისწინებით, თუ რა შორსმიმავალ შედეგები მოაქვს მას რეგიონული და გლობალური მშვიდობისთვის და რამდენად უარყოფითად მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ალ-სუდანიმ ხაზი გაუსვა ღაზას სექტორისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მნიშვნელობას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება