უკრაინელებმა ბერდიანსკთან და ლუგანსკთან აეროდრომებს დაარტყეს და რუსების 2 ვერტმფრენი გაანადგურეს

17 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკთან და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებს რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენებსა და აღჭურვილობას დაარტყეს და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 289 430 ჯარისკაცს, 4 979 ტანკს, 9 405 ჯავშანტექნიკას, 6 936 საარტილერიო სისტემას, 814 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემას, 318 თვითმფრინავს, 317 ვერტმფრენს, 5 291 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატს, 20 გემს/ნავს, 1 533 ფრთოსანი რაკეტას, 9 293 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებასა და საწვავის ავზს, 982 ერთეულ სპეცტექნიკას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება