ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესზე ჩვენებას დედაქალაქის მერის მოადგილე აძლევს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანტ ლონდარიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია აძლევს.

აღნიშნული პირი დაცვის მხარის მოწმეა.

როგორც პროცესის დაწყებამდე გიგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან რაიმე მოვალეობის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია.

"მე, როგორც გიგა გიგაშვილის ადვოკატს თბილისის მერიასთან მიმოწერა მქონდა, წერილობითი პასუხი მივიღეთ, სადაც ჩვენი პოზიცია დასტურდება, რომ დამიწების კონტურები და სხვა ნორმები, რომლის თითქოს, დაუცველობასაც გიგაშვილს ედავებიან, გარე განათებას ეხებოდა და არა შადრევნის აგრეგატებს. მოლოდინი გვაქვს, რომ მერიის წარმომადგენლები დაადასტურებენ, რომ სხვა დამატებითი ხელშეკრულებები არ უნდა მოეთხოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს. რამე მოვალეობის შეუსრულებლობას გიგა გიგაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა წერეთელმა.

აღნიშნულ საქმეზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაცვის მხარემ რამდენიმე სხდომის წინ დაიწყო და დღეს დაასრულებენ.

ადვოკატების განცხადებით, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდებები საფუძვლიანი არაა და პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი

სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

აღნიშნულის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება