პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ოპოზიციას მიმართა, რომ იმპიჩმენტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე განმარტავს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც ოპოზიციას მიმართა, რომ იმპიჩმენტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

როგორც მსხილაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, ეს არ უკავშირდება შიშს, რომ ოპოზიციამ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს, არამედ ემსახურება იმას, რომ ვინც აღნიშნულ პროცესს პრეზიდენტის მსგავსად უყურებს, საკუთარი პროტესტი გამოხატოს.

„პრეზიდენტის ეს მოწოდება უშუალოდ ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან და ეს არ გულისხმობდა გარეთ დადგომას. გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც ამ პროცესის მიერ განწყობილები არიან ისე, როგორც პრეზიდენტი და ფიქრობენ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დადგნენ გარეთ და არ შევიდნენ დარბაზში.

შიში ნამდვილად არ არის ამის [რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს].

უბრალოდ, როდესაც „ქართულ ოცნებას” დასჭირდა 94 ხმა, ეს მოხერხდა ისე, რომ თავად დეპუტატები არკვევდნენ, რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი. ასეთი გაუგებრობა რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მოწოდება, რომ ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ პროტესტი”,- განაცხადა მსხილაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „სიტყვით აუცილებლად გამოვა, რადგან ამას პროცედურა ითვალისწინებს”.

„პარლამენტიდან გუშინ დაგვიკავშირდნენ და პრეზიდენტი მოწვეულია, შესაბამისად, მას სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება”, - განაცხადა მსხილაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება