18 ოქტომბერს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

18 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც ეძღვნება საჯარო შესყიდვების თემატიკას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები იმსჯელებენ საჯარო შესყიდვებში ახალი ნოვაციებისა და მიდგომების განვითარების თაობაზე, გარდა ამისა მოწინავე ქვეყნების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.

„ღონისძიებას დაესწრებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, ასევე აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!