საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი საერთაშორისო სწავლებას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებას დაესწრო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სცენარზე შემუშავებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და მაშველმა ძაღლმა ტინტომ. სწავლებაში, ასევე ჩართულნი იყვნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

„საერთაშორისო სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (EU UCPM) საგრანტო პროგრამის HOPE-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო უსაფრთხოების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება