სოფო ჯაფარიძე - 19 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, - ამის შესახებ დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღების“ ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.

„დღეს საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველ დღე გვაშორებს დემოკრატიისაგან და ღიად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. დროა სამიზნე გავასწოროთ და გავითავისოთ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ რუსი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით. დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ერთად დავიწყოთ საქართველოს დეოლიგარქიზაცია, ანუ „დებიძინიზაცია“. ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა! დღეს, არ არის დაყოფის დრო - ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხვდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება