GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკს მოიცავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტი - Hardware Startup Incubator 2.0 ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ტექნოლოგიური Hardware სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებსა და გუნდებს საწყის ეტაპზევე ახალი Hardware სტარტაპების ფორმირებისა და განვითარების პროცესში შეუწყოს ხელი. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოს ყველა ტექნოპარკში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა) ჩატარდება.

„Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულებით რეგიონებში ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პროგრამა არის მათთვის, ვისაც ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების რეალობად ქცევა სურს!

Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოს ყველა ტექნოპარკში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა) ჩატარდება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონიკის, ინდუსტრიული პროდუქტის 3D მოდელირების და პარალელურად, ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნესის მოდელის განვითარების მიმართულებით ტრენინგები გაიარონ.

უფრო კონკრეტულად, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან: ტექნოლოგიები Hardware-ის პროტოტიპირებისთვის: ელექტრონიკა; Arduino; IoT (საგნების ინტერნეტი) და ავტომატიზაცია, Raspberry Pi პლატფორმაზე; ინდუსტრიული დიზაინი და Hardware პროდუქტის 3D მოდელირება - Autodesk Fusion 360;

ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარება, LEAN სტარტაპ მეთოდოლოგია: Canvas ბიზნეს მოდელი; სამიზნე ბაზარი და მომხმარებელი; პრობლემისა და იდეის ვალიდაცია; Rapid პროტოტიპირება; MVP - მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნა და ტესტირება; პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა; დაფინანსების წყაროების და ინვესტორების მოძიება; Pitch Deck, Pitching.

დასკვნით ეტაპზე, დემო დღეზე, ფინალისტები ჟიურის წევრებს პროექტის ფარგლებში, ბიზნეს მენტორებთან ერთად შემუშავებულ ბიზნეს მოდელებს და ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილ პროტოტიპებს წარუდგენენ. მონაწილეობა 16 წელს ზემოთ დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლია. საბოლოოდ, პროექტი 135 მონაწილეს გააერთიანებს.

სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/ekDH5“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება