ირაკლი კობახიძე - ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა დაზუსტდეს, რა ტიპის შეხვედრებსა და ღონისძიებებს სჭირდება მთავრობის თანხმობა.

„ვფიქრობ, ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს. კანონის დონეზე უნდა იყოს მოწესრიგებული, რა ტიპის შეხვედრები და ღონისძიებები საჭიროებს მთავრობის თანხმობა. იმედია, მთავრობაც ამ პოზიციაზე იქნება და მალე მოვახერხებთ კანონმდებლობის დახვეწას. ჰარმონიზაციის კუთხით პრობლემები იყო, ამან შექმნა ეს ხარვეზიანი პრაქტიკა. 2017-2018 წლებში სათანადო ჰარმონიზაცია არ მოხდა.

მთავრობის თანხმობა სად არის საჭირო, ეს უნდა დაზუსტდეს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. რაღაცებზე შეიძლება მეც არ მქონდეს პასუხი, რა საჭიროებს თანხმობას და რა – არა. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ზოგან მარტივი დასადგენია, ზოგან შედარებით რთული და ეს სპეციალისტებთან უნდა დაზუსტდეს. შესაძლოა, ეს მალე გავაკეთოთ. მთავრობას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა მზაობა, რადგან გარკვეული პოლიტიკური უხერხულობები არის. მაინც მგონია, რომ კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული უნდა იყოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება