ალეკო ელისაშვილი - უხერხულია, რომ სახელმწიფო თვიდან თვემდე 100 ლარად აფასებდეს საკუთარი თავგანწირული და მეომარი კაცების და ქალების ღვაწლს - რომ არა ვეტერანები, არ ვიცი, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ გავმართავდით სხდომას

მინდა ამ ქვეყანაში ყველაზე დაუფასებელ ადამიანებს, ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. მადლობა მათი თავგანწირვისთვის, მათი შეუპოვრობისთვის. რომ არა ისინი, დღეს ჩვენ არ ვიცი რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ გავმართავდით სხდომას, - ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტერანები სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანები არიან და სამწუხაროა, რომ მათი ღვაწლი სახელმწიფოსგან სათანადოდ არ არის დაფასებული.

,,დღეს არის ქართველი ვეტერანების დღე, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მილოცვამდე მინდა როგორც ერთმა მოქალაქემ, როგორც ერთმა პარლამენტის წევრმა მადლობა ვუთხრა მათ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საქართველოსთვის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ვერ აფასებს ჩვენი სახელმწიფო ვეტერანთა ღვაწლს ჯეროვნად.

22 ლარიდან 100 ლარამდე თანხის გაზრდა ვეტერანების ე.წ. დახმარების გაზრდა არც არაფერი არ არის ჩემი აზრით. უბრალოდ უხერხულია, რომ სახელმწიფო თვიდან თვემდე 100 ლარად აფასებდეს საკუთარი თავგანწირული და მეომარი კაცების და ქალების ღვაწლს.

ერთი კარგი რაც შემიძლია ვთქვა, წინა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გასულ კვირას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საჯაროდ დადო პირობა, რომ გადახედავენ ამ 100 ლარიან დახმარებას და არ გამორიცხავენ, რომ გაიზარდოს. ღმერთმა ქნას, როდესაც ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი შემოვა, იქ ღირსეული და ადეკვატური თანხა იყოს ვეტერანთათვის ჩაწერილი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება