სახალხო დამცველმა „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ სპეციალური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ სპეციალური ანგარიში წარადგინა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აპარატის ინფორმაციით, ანგარიში არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოების მიერ 2013-2019 წლებში 68 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 131 გადაწყვეტილება იქნა შესწავლილი.

„სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისთვის განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობისა და აღსრულების მიმართებით საპროცესო შეთანხმების, ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების საკითხები; ასევე წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

ანგარიშის მიგნებები საერთო სასამართლოების მიერ სწორი სამართლებრივი შეფასებისა და განმარტებების განზოგადებას და საგამოძიებო ორგანოებისთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადებას შეუწყობს ხელს.

ლევან იოსელიანმა მოხელეების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმებით კვალიფიკაციის გამოკვეთილ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში - კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად უნდა ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით (სსკ-ის 1441-1443 მუხლები) და პრაქტიკაში ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავდეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო