კახა კალაძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტზე - როცა ხარ აგენტი, შეუძლებელია ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო - ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს, რა შოუს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება

როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარტიების, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“-ს მიერ შექმნილ ახალ პროექტს „მონა.ჯი“-ს.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება