დაზარალებული პოლიციელი გრიგორიადისის საქმეზე - ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი ახლაც პარალიზებული მაქვს

ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია, - ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა, ზურაბ ლურსმანაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ აღნიშნული პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებიან გრიგორიადისს.

პოლიციელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას კონკრეტულად არ დაუნახავს, თუ ვინ ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი", თუმცა, ცეცხლმოკიდებული საგანი მისი მისამართით, რომ ისროლეს, დაინახა.

„ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. გადამიყვანეს დამწვრობის ცენტრში, სადაც ერთკვირიანი მკურნალობა ჩამიტარდა, შემდეგი ერთი კვირა გადახვევებზე დავდიოდი. დაზიანების შედეგად ორგანიზმში ინფექცია მოხვდა და თრომბი, სისხლის შედედება დამემართა და გავაგრძელე მკურნალობა", - განაცხადა პოლიციელმა.

მისივე განმარტებით, მას პრეტენზია ყველა დამნაშავის მიმართ აქვს.

„დავინახე საიდან წამოვიდა "მოლოტოვის კოქტეილი", ეს იყო პარლამენტის კუთხიდან, მსროლელის სახე, თავად ეს პიროვნება არ დამინახავს, უბრალოდ, ჰაერში რომ მოდიოდა, იმას ვხედავდი. როცა ჩვენი მისამართით განხორციელდა სროლა, ცეცხლისგან მეტ-ნაკლებად დამცავი ფარი იყო, მისი აწევა მოვასწარი, რომ სახეში არ მომხვედროდა. რაშიც იყო დამზადებული „მოლოტოვის კოქტეილი", ის ნაჭერი ხელზე დამეცა და ცეცხლი ფორმაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია. პრეტენზია გამაჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მითუმეტეს, სამართალდამცავის და ჩემ მიმართ“,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო