ანა დოლიძე რაჭის ტყეებზე - ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თვითნებურად განკარგვა არ დავუშვათ

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ბრძოლას აგრძელებს, რათა საქართველოს ბუნებრივი რესურსები და წიაღისეული, ის, რაც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პოტენციალია, ქართველების ხელში დარჩეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესაძლო დაკარგვის თვალსაჩინო მაგალითი რაჭაში მომხდარი ფაქტია.

„ჩვენი პარტია ყოველთვის ცდილობს, იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბროს, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს. უმთავრესი გაჭირვება, უმუშევრობა და სიღარიბეა. ამისათვის საქართველოს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება და გამოყენება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ რესურსებს დღეს ხელისუფლება გვაკარგვინებს. როგორც ცნობილია, რაჭის დაახლოებით მესამედი, ანუ 70 სოფლის ირგვლივ არსებული ტყე ერთი კაცის ხელში აღმოჩნდა და ვინ არის ის ერთი კაცი - პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელი.

გლეხებს საკუთარი მიწები დაუყადაღეს. ანუ, რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, ახლა რაჭის ტერიტორიის ოკუპაციას ახდებს და ჩვენს მიწებს ჩვენივე ხელისუფლების დახმარებით იტაცებს.

გაგახსენებთ, 2021 წელს ოლიგარქის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, ვინც მთავრობის 134-ე განკარგულებას ხელი მოაწერა - გიორგი გახარია. დღეს რომ ოპოზიციის რიგებიდან უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, 2021 წლის 29 იანვარს სწორედ იმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ექსკლუზიურად ხიდაშელის კომპანიაზე მორგებული სალიცენზიო პირობები დაამტკიცა.

ჩვენ - პარტია „ხალხისთვის“ ახლა, იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თვითნებურად განკარგვა არ დავუშვათ, რადგან ეს არაკონსტიტუციურია. ჩვენ, რაჭის ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით, ყველა დეტალურ ინფორმაციას ვითხოვთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ეს განკარგულება გაუქმდეს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება