თავდაცვის მინისტრს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ

იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.

მან მოხსენება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედროები გაიხსენა და ქედი მოიხარა მათ წინაშე. მოხსენების დასაწყისში მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასევე, დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ღირსეული სამსახურისა და ქვეყნის ერთგულებისთვის.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი საპარლამენტო მოხსენებაც საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას ითვალსწინებდა, რაც ქართული ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის მოდერნიზების, ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების, ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკის მიმართულებით თავდაცვის უწყებაში ბოლო დროს გადაიდგა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება