ჯუანშერ ბურჭულაძე - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა

თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება