ჯუანშერ ბურჭულაძე - ვაგრძელებთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას

ვაგრძელებთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება ადგილობრივი წარმოებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 60-მდე „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს. მისივე განმარტებით, 2019 წლამდე „დელტას“ მიერ წარმოებული არცერთი შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს არ გააჩნდა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში, შეიქმნა საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანები, რომელიც შემდგომში სამინისტროს გადაეცემა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა „დელტას“ წარმადობის პროცესი და ამ ეტაპზე საწარმოს აქვს რესურსი, რომ თავდაცვის ძალებს მიაწოდოს 7000 ერთეული ჯავშანჟილეტი, ასევე 7000 ერთეული ჩაფხუტი, რაც სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს და ასევე, იძლევა კომერციული პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც.

„დელტა ტექსტილის“ საწარმო სრულად ამარაგებს თავდაცვის ძალებს იმ პროდუქციით, რასაც აქამდე ვყიდულობდით. ჩვენ, როდესაც ეს საწარმო შევიძინეთ, ჯერ ერთობლივი საწარმოს ფორმატში და შემდეგ სრულად გამოვისყიდეთ, საწარმოში მუშაობდა დაახლოებით 120 ადამიანი, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ პროექტებზე, ჩვენ დავიტოვეთ კომერციული პროექტებიც და ასევე, სრულად ვაკმაყოფილებთ თავდაცვის ძალების მოთხოვნას, რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდა 500-ზე მეტი თანამშრომელი, სწორედ 500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული ჩვენს საწარმოში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება