არჩილ თალაკვაძე - პარლამენტმა შეასრულა ევრორეკომენდაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტა კიდევ ორი წევრით

აქამდე ვერ ხდებოდა ხმების კონსოლიდირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის გარშემო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებდა ამ რეკომენდაციას და იმიტომაც, რომ ჩვენ არ გვყავდა 85-ე წევრი, რომელიც ახლა შემოვიდა პარლამენტში - როგორც კი შესაძლებელი გახდა, ეს რეკომენდაციაც შევასრულეთ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა მნიშვნელოვანია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ შეუფერხებლად იმუშაოს.

„საქართველოს პარლამენტმა შეასრულა ევრორეკომენდაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტა კიდევ ორი წევრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ევრორეკომენდაციების ნაწილია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭომ და მართლმსაჯულების სისტემამ შეუფერხებლად იმუშაოს. სწორედ ამ მიზნებით იხელმძღვანელა პარლამენტმა და აირჩია კიდევ ორი კანდიდატურა. აქამდე ვერ ხდებოდა ხმების კონსოლიდირება რომელიმე კანდიდატის გარშემო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებდა ამ რეკომენდაციას და იმიტომაც, რომ ჩვენ არ გვყავდა 85-ე წევრი, რომელიც ახლა შემოვიდა პარლამენტში. ჩვენს გუნდს შიდა ქართლიდან მაჟორიტარი დეპუტატი შემოემატა. შესაბამისად, დღეს გახდა ეს შესაძლებელი და როგორც შესაძლებელი გახდა, ეს რეკომენდაციაც შევასრულეთ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.

აღსანიშნავია, რომ ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“

ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.

ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო