ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას

თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვისა და და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის როლი უფრო გაიზრდება.

„ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უალტერნატივო ალიანსია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობასა და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. თავდაცვის სამინისტრო ასევე მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევის გზაზე სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დეპუტატებს თანამშრომლობის ფორმატებსა და პრაქტიკულ ინსრუმენტებზე, მათ მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში, მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებებსა და ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, 2021 წლიდან ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა.

„წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის უდიდესი პროექტია პარტნიორ ქვეყნებთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, „მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხსაც. მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4 მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს 5 მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის