ფოთის მერი - ჩვენ ვაგრძლებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და შემეცნებით აქტივობებით დაინტერესებას“

ქალაქ ფოთში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტელექტუალურ კონკურსში ფოთის საჯარო და კერძო სკოლის 130 მოსწავლე იყო ჩართული. თამაშში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.

„ღონისძიებას, ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მოადგილე ლექსო თოდუასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაია დოლბაიასთან და რესურსცენტრის დირექტორ გოჩა ქორქიასთან ერთად დაესწრო.

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი კარგი საშუალებაა მოსწავლეებმა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, გაიღრმაონ ინტერესები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და შემეცნებით აქტივობებით დაინტერესებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება