თავდაცვის მინისტრი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე - ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე

ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ფაქტი უკვე გაპროტესტებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და სხვა თეორიულად არსებული ყველა მექანიზმიც იქნება გამოყენებული.

„ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ გაჩერებულა 90-იან წლებში, არ შეჩერებულა 2008 წელს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა უკანონო ქმედებას და, რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე. ამის გარდა, რა მექანიზმიც არსებობს თეორიულად ყველაფერს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება