ჯუანშერ ბურჭულაძე - ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით

ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება.

„კოდექსით დავარეგულირეთ არაერთი ხარვეზი. მინდა, გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოდექსმა დაარეგულირა. ეს არის ის, რომ წვევამდელთა სამსახური იქნება მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება. ასევე, დარეგულირდა სამხედროებისთვის სოციალური გარანტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ოფიცერთა შემადგენლობა და მათ ჰქონდეთ გარანტირებული პირობები“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ კონტექსტით, თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზებინათმშენებლობის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სამხედროების საყოფაცხოვრებლო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მინისტრის განმარტებით, სამუდამოდ აღმოიფხვრა ნაკლოვანებები, რაც უკავშირდებოდა ფიქტიურ „რელიგიურ ორგანიზაციებს“, რომლებიც ხელს უწყობდნენ წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში.

„ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის. პირობითად, 90% ვისაც უნდოდა თავის არიდება სავალდებულო სამსახურისთვის, იყენებდა ამ საშუალებას. ეს ხარვეზი ჩვენ გამოვასწორეთ და, იმედია, ამის ირგვლივ გავერთიანდებით“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის