ჯუანშერ ბურჭულაძე - 2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება

2024 წლიდან ვგეგმავთ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ­ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია.

„ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღეს სამხედრო მოსამსახურეებს გააჩნიათ მოდერნიზებულ, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.

„2024 წელს ამ მიზნით თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და გეგმაში გვაქვს ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ობიექტებს სჭირდება, მოვლა-შენახვა და სადაც ექსპლუატაციის ვადები გასულია, იმ ობიექტებზეც შევდივართ, რომ არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს“, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვამაყობთ ჩვენი კადეტებით და ჩვენი მიზანია მეტი ახალგაზრდა გვყავდეს პატრიოტული სულისკვეთბით, სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა ლიცეუმის აშენების საჭიროება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისში აშენდება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, - განაცხადა თავდაცის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება