სახალხო დამცველმა აპარატში დასაქმებული ომის ვეტერანები დააჯილდოვა

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აპარატში დასაქმებული ომის ვეტერანები მადლობის სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა თანამშრომლებს ვეტერანთა დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის თავდადება მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს მომავალი თაობებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ვეტერანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კერძოდ, აპარატს ვეტერანთა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს 3 კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული.

„კონსტიტუციური სარჩელი (#1363) შეეხებოდა იმ საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც საპენსიო ასაკს მიუღწეველი ვეტერანისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას კრძალავდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი გახდა მთავრობის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების და კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი შეზღუდვის შეცვლის საფუძველი.

კონსტიტუციური სარჩელით (#1755) გასაჩივრებულია ის საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ერთდროულად მიღებას.

კონსტიტუციური სარჩელით (#1773) სახალხო დამცველი სადავოდ ხდის იმ რეგულირებას, რომლითაც ვეტერანს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება უწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება