ანა წითლიძე ჯუანშერ ბურჭულაძეს - გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან" შედარებით, მორიდებული იყავით, მახსოვს და ცინიზმი შეგიძენიათ კიდევ

ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია - „ქართუ ბანკში“ იყავით, აგიღეს და დაგდეს მინისტრად, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ამასთან, წითლიძემ თქვა, რომ ბურჭულაძის მსგავსი თავდაცვის მინისტრები ქვეყანას „ბევრი ჰყოლია და კიდევ ეყოლება“

„გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან" შედარებით, მორიდებული იყავით, მახსოვს და ცინიზმი შეგიძენიათ კიდევ, ნეტა რატომ? თქვენც კორუფციულ გარიგებებში ხომ არ ხართ ან თქვენც ფარცხალაძესავით ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი ხართ, მაგრამ იქნებ თქვენც ამ აგენტურულ ქსელში ხართ?- ვინ იცის.

თქვენ თავს ქართულ ჯართან ნუ აიგივებთ. ქართული ჯარი არის ის, რაც პატივისცემას იმსახურებს ყველასგან ყოველთვის, თქვენნაირი თავდაცვის მინისტრები კი ბევრი ჰყოლია ამ ქვეყანას და კიდევ ეყოლება, არ გაახსენდებით არასოდეს არავის. ამიტომ ქართული ჯარის ნაცვლად შენიშვნას თქვენ ნუ გვაძლევთ და ნურც ლაპარაკობთ. ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია - "ქართუ ბანკში" იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად", - განაცხადა წითლიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!