თავდაცვის მინისტრი - პრემიერმა ლაჩრობა უწოდა არა სახელმწიფოს ქმედებას, არამედ კონკრეტული პირების ქმედებას - ჩემთვისაც ლაჩრულია ომში მთავარსარდალი რომ გარბის, ამხელა, 2 - მეტრიანი კაცი

პრემიერმა ლაჩრობა უწოდა არა სახელმწიფოს ქმედებას, არამედ კონკრეტული პირების ქმედებას. ჩემთვისაც ლაჩრულია ომში მთავარსარდალი რომ გარბის. ამხელა კაცი, 2 მეტრიანი... აბა, არ არის ეს ლაჩრობა? - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დასმულ კითხვას უპასუხა.

„თქვენ გაიქცეოდით? არ გაიქცეოდით. ჩემი შვილები 2008 წელს 8 წლის და 6 წლის იყვნენ. ორივეს შერცხვა ჩვენი მთავარსარდლის საქციელის“, - მიმართა მინისტრმა ბოკუჩავას.

რაც შეეხება პრემიერის მიერ ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასმულ კითხვას - როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ომის დაწყება ნატოსთვის არასდროს დაუბრალებია.

„ქალბატონო თინათინ, ჩვენს პრემიერს ნატოსთვის ომის დაწყება არასდროს დაუბრალებია და ის, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია რუსეთი, ამას არასდროს მალავს. თუ ეს აღნიშნა [პრემიერმა], ეს აღნიშნული აქვს უამრავი ქვეყნის ლიდერს. არასდროს უთქვამს, რომ ნატოს ბრალია, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვამბობთ ამას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, მან ბოკუჩავას მიერ ლიბერალიზმისა და კონსერვატიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება, ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ“.

„ეს კვალიფიკაცია კონკრეტული საკითხის მიმართ მივეცი და დავამატე, რომ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპულ ბევრ სახელმწიფოს და მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ ეს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს. ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს აღნიშნული არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება. ეს ვიგულისხმე, თორემ მე თვითონ ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება