ჯუანშერ ბურჭულაძე - დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა  თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთ პრიორიტეტზე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა ზრუნვასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროტეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება. ასევე, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით. მისი განცხადებით, ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები.

მინისტრის განმარტებით, თავდაცვის უწყება აპირებს სარეაბილიტაციო ცენტრის გაფართოებას და მომავალში 70-მდე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახების მიღებას შეძლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება