კახა კახიშვილი ყაზახეთის ელჩს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება.

კახა კახიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდეს, რაც ხელს შეუწყობს როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების მოძიებას და მხარდაჭერას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება