ბექა ოდიშარია - რა სხვაობაა ძველ ჯარს და ამ ჯარს შორის? - პირველ რიგში ღირსება

რა სხვაობაა ძველ ჯარს და ამ ჯარს შორის - პირველ რიგში ღირსება - ხელმძღვანელობას აქვს ჰუმანური დამოკიდებულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, ჯარისკაცებთან წინა ხელისუფლების დროს სადისტურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

„რა სხვაობაა ძველ ჯარს და ამ ჯარს შორის - პირველ რიგში ღირსება. გომელაურსაც ვუთხარი ეს, ქათინაურები არ არის წესი, მით უმეტეს ერთ გუნდში და პარლამენტში, მაგრამ როგორი დამოკიდებულება აქვს მას პირადი შემადგენლობის მიმართ, გაიხსენეთ ის შს მინისტრები, ხერხემლები, მონსტრები და ა.შ.

ასეთივე (გომელაურის მსგავსი) აქვს მე ვფიქრობ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს, გენშტაბს, მინისტრს - ადამიანური, ჰუმანური დამოკიდებულება. ვფიქრობ, ღარიბაშვილმა ჩაუყარა ერთ-ერთმა პირველმა საფუძველი ასეთ დამოკიდებულებას, მინისტრს, გენშტაბის ხელმძღვანელობას და ჯარისკაცს შორის. გაიხსენეთ ოქრუაშვილის დამოკიდებულება ჯარის მიმართ - ღამე გაღვიძებები, წიხლის თავზე დაჭერები, სადისტური მოპყრობები“, - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება